Refund policy
გაუხსნელი პროდუქტის დაბრუნება შეგიძლიათ ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მიზეზის მითითების გარეშე, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
რა ბრუნდება
| შემთხვევა | ვადა | რას ვაკეთებთ | უკან გაგზავნის ხარჯი |
|---|---|---|---|
| გაუხსნელი პროდუქტი, უმიზეზოდ | 14 დღე ჩაბარებიდან | თანხის დაბრუნება | მომხმარებელი |
| დაზიანებული ან წუნიანი პროდუქტი | აღმოჩენისთანავე | შეცვლა ან თანხის დაბრუნება | Caffè Molinari |
| არასწორად მოწოდებული პროდუქტი | აღმოჩენისთანავე | შეცვლა სწორით | Caffè Molinari |
| ვადაგასული პროდუქტი | აღმოჩენისთანავე | შეცვლა ან თანხის დაბრუნება | Caffè Molinari |
რა არ ბრუნდება
უნაკლო პროდუქტის გარდა, არ ბრუნდება გახსნილი ან დაზიანებული საქარხნო შეფუთვის პროდუქტი: ყავა, კაფსულა, პოდი, ცხელი შოკოლადი და შაქარი. ეს საკვები პროდუქტებია და ჰიგიენის მიზეზით გახსნის შემდეგ ხელახლა ვერ გაიყიდება.
როგორ დავაბრუნოთ
- დაგვიკავშირდით ტელეფონზე (+995 599 11 55 19) ან ელ.ფოსტით (info@bagrogeorgia.com) და მოგვწერეთ შეკვეთის ნომერი. წუნის შემთხვევაში თან დაურთეთ ფოტო.
- პროდუქტი დააბრუნეთ საქარხნო შეფუთვით, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით ან შეკვეთის ნომრით.
- პროდუქტის მოტანა შეგიძლიათ ჩვენს ოფისში (აკაკი ბელიაშვილის ქუჩა 47, ორშ–პარ, 10:00–18:00) ან გამოგზავნა კურიერით.
თანხის დაბრუნება
თანხას დაგიბრუნებთ პროდუქტის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში, იმავე საშუალებით, რომლითაც გადაიხადეთ. დავაბრუნებთ პროდუქტის ღირებულებას და თავდაპირველი სტანდარტული მიწოდების საფასურს. ბანკის მხრიდან თანხის ასახვას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.